შემოგვიერთდი

ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნას წარმოვადგენთ, თუმცა იმედი გვაქვს რომ ეტაპობრივად გავიზრდებით.

სამწუხაროდ დღეს საქართველოში მემარცხენე აზრი მარგინალიზებულია, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ყურები უნდა ჩამოვყაროთ და ამ ამბავს შევეგუოთ.

ვფიქრობთ, მცირე, თვითორგანიზებული, სადისკუსიო ჯგუფებით ამ მოცემულობის შეცვლა შეგვიძლია. თუ გსურს იყო კომუნის ნაწილი ჩვენთან ერთად, შემოგვიერთდი ფეისბუკ ჯგუფში.