სპორტის სასახლის ბეტონის ჯუნგლებში ჩვენ ვერ ვიხილეთ ტარზანი რომელიც იფრენდა კორპუსებს შორის ელექტროკაბელით
ელიავას ბაზრობის ხისა და რკინის ცეხებში ჩვენ დავკარგეთ შეგრძნება ბუნებრიობის
მძიმე ჰაერმა რომელიც ჩავისუნთქეთ ორთაჭალის ჰესთან თან მოიტანა მყრალი სუნი მდინარე მტკვარის
თბილისი დაემსგავსა მკვდარი ვეშაპის კარკასს, რომელიც თანაბრად ლპება მთაწმინდის ფერდობთან, ვაჟას კვარტლებთან და ვარკეთილის მასივებთან.
ადამიანმა საქართველოში დაკარგა არსი და გახდა მოსახლეობა
ბოლო წლების ისტორია მხოლოდ მოსახლეობების მასებსა და მათ უკან მდგარ დისკურსებს შორის ავტორიტარული ძალაუფლებისთვის ბრძოლის სამწუხარო სიუჟეტია
ჩვენ ეს არ მოგვწონს.