წითელი კედელი | ბაკურაუ

“ბაკურაუ” გვიყვება ამბავს იმპერიალიზმის შესახებ. ფილმს მემარცხენე გამოცემებმა დიდი ყურადღება დაუთმეს, მიეძღვნა სტატიები და კრიტიკული რეფლექსიები. ეს გასაკვირი არაა, რადგან რეჟისორები ბრაზილიის პოლიტიკაში აქტიურად არიან ჩართულები და გამოირჩევიან საკუთარი მემარცხენე პოზიციით. “ბაკურაუ” ფილმია ფიქციურ სოფელზე, ბრაზილიის ჩრდილოეთის, სერტაოს, რეგიონში, რომელიც ერთ დღეს რუკიდან გაქრება, მეორე დღეს კი მას თეთრკანიანი მონადირეთა ჯგუფის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. ჯგუფი ბრაზილიაში დასავლეთიდან ჩამოდის და მიზნად აქვს დასახული მოკლას გართობისთვის – ისინი ადამიანებზე ნადირობენ. 

სოფელი ბაკურაუ და მისი ისტორია არის თითქოს მოდელირება ისტორიის გლობალური სამხრეთის შესახებ. ამიტომ, როცა ვუყურებთ ამ ფილმს, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს გამოწვევები და ბრძოლები ჩვენს ქვეყნებში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სოფლებში, რომლებიც წარმოშვეს შინაარსობრივად მსგავსმა ძალთა ურთიერთობის დინამიკამ. ამ ეპიზოდს ბაკურაუს ვუძღვნით, ჩვენი სტუმარია მარიკო ჭანტურია. 

ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s