შეტევამ კაპიტოლიუმზე შეძრა ამერიკა და გააკვირვა მსოფლიო. წლების განმავლობაში გაღრმავებულმა უფსკრულმა ამერიკის საზოგადოებაში საბოლოოდ ამოხეთქა როგორც ბლოკბასტერმა, დისტოპიურმა საი-ფაიმ. უფსკრულის გაღრმავების მიზეზი ალბათ ერთადერთია, რაზეც დაპირისპირებული მხარეები თანმხდებიან – ტრამპიზმი. დონალდ ტრამპის ეგოცენტრულმა პოლიტიკამ გახლიჩა საზოგადოება და არამარტო ამერიკაში, ბრაზილიაში, პოლონეთში, იტალიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში, ტრამპის წარმატება აღმოჩნდა ლოკომოტივი მემარჯვენე პოპულისტური ძალების წარმატების. მართალია ერთ ვადაში ტრამპს ორჯერ მოუწყვეს იმპიჩმენტი, თუმცა მაინც შეგვიძლია ვთქვათ რომ ტრამპიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერც ცენტრისტებმა და ვერც მემარცხენეებმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ ანტი-ტრამპ განწყობა ამერიკაში ცენტრსა და მარცხენას შორის დროებითი ალიანსის საფუძველი მაინც იყო.
კაპიტოლიუმის შტურმზე, იმპიჩმენტზე, ინაუგურაციაზე და საერთოდ ტრამპიზმზე, ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია შოთა პაპავა.
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcasts Google Podcasts AnchorFM
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.