ბარიერა როხა | პანდემია წელი

2020 წელი იყო პანდემიის და თვითონ ეს წელიც იყო პანდემია. დრო გავა და პანდემია დაგვრჩება როგორც ზედსართავი სახელი, აღმნიშვნელი რაღაცის საშიშის, დაუძლეველის, გარდაუვალის და მოსაბეზრებელის – 2020 წელი ხომ ზუსტად ამ განცდებს იწვევდა სხვადასხვა პერიოდულობით, ან სულაც ყველას ერთდროულად, მთელ მსოფლიოში, სტოკჰოლმიდან სანტიაგომდე. ეს წელი იმდენად დატვირთული იყო მოვლენებით, რომ თავის თავში დაიტევდა მთელ საუკუნეს – კრიზისს მოსდევდა კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუციები ეცემოდნენ როგორც დომინოს ფიგურები, სახელმწიფოები ეცემოდნენ როგორც დომინოს ფიგურები, მოხდა ბრექსიტი, ამერიკამ დაძლია ტრამპი, საქართველოს ჰქონდა არჩევნები, ჯეფ ბეზოსმა იშოვა იმაზე მეტი ფული ვიდრე ოდესმე ვინმე იშოვის, დავკარგეთ დიეგო მარადონა…

ეს ალბათ ყველაზე რთულად შესაჯამებელი წელია, რაც კი გვახსოვს, თუმცა მაინც შევეცადეთ. სტუმრად ჩვენი პოდკასტის ძველი მეგობარი, დათო ლობჟანიძე მოვიწვიეთ და ვისაუბრეთ იმაზე თუ რა იყო და იმაზეც, თუ რას ველით რომ იქნება.

მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcasts Google Podcasts AnchorFM

ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s