წითელი კედელი | საქართველო წრეზე

საქართველოს პოლიტიკიდან დიდი ხანია გაქრა ხალხი. ჩვენ გვაქვს ოცდაათწლიანი გამოცდილება ანტიპოლიტიკის, როცა ღირებულებრივი ან იდეოლოგიური მოღვაწეობა გადაფარულია პერსონალური ძალაუფლების ან სიმდიდრისთვის მებრძოლი ჯგუფების ურთიერთქიშპობით. დროსთან ერთად, ეს ქიშპობა ძლიერდება და დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის იზრდება დისტანცია. არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა გამოკვეთა ახალი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გაუცხოებას, ანიჰილაციას და მხარეების მიერ ურთიერთდეჰუმანიზაციაზე დგას. პოლარიზაცია იზრდება და არ უჩანს დასასრული, ინტელექტუალური და სამოქალაქო ასპარაზი სრულად არის ოკუპირებული მხოლოდ ორი პარტიის მიერ წარმოებული ნარატივით და არ ტოვებს სივრცეს პოლიტიკური აზროვნებისთვის. 

საქართველი არის ღრმა სამოქალაქო და პოლიტიკურ კრიზისში და ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. ამ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია თამთა მიქელაძე. 


მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcasts Google Podcasts AnchorFM

ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s