საზოგადოებრივი სივრცე მუდამ არის ბრძოლის მოედანი სოციალურ გამოყენებასა და კარნახის ვერტიკალს შორის. ადამიანებს ყოველთვის ეუბნებიან თუ როგორ მოიქცნენ კონკრეტულ დროსა და ადგილზე, თუმცა ადამიანები, ხშირად ამ კარნახის საპირისპიროდ, ირჩევენ სივრცის გამოყენების საკუთარ გზას. ასე ათვისებული სივრცეები ქმნიან საზოგადოებრივ ქსოვილს, ადგილებს სადაც ერთმანეთს ვხედავთ, ველაპარაკებით, ვეთამაშებით…
ცოტა ხნის წინ მერიამ წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენებას აპირებს. იპოდრომი თბილისის სოციალური ქსოვილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცეა და პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამ სტატუსის დაკარგვის საშიშროება ბევრმა იგრძნო.
ამ ეპიზოდისთვის ჩვენს მეგობრებს, მსმენელებს, მსმენელების მეგობრებს ვთხოვეთ გამოეგზავნათ ხმოვანი გზავნილი მათი სოციალური, კულტურული თუ ემოციური კავშირის შესახებ იპოდრომთან. საბოლოოდ ძალიან საინტერესო კრებული მივიღეთ ზეპირი ისტორიების, რომლებიც კარგად აჩვენებენ იპოდრომის სოციალურ მრავალფეროვნებას და უნიკალურ ნიშას, რომელიც ამ სივრცეს ქალაქის ცხოვრებაში უჭირავს.
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcasts Radio Public AnchorFM
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.