“პანდემია” ეტაპობრივად იპოვის ახალ გრამატიკულ განზომილებებს და ჩვენ მას საუბარში გამოვიყენებთ როგორც არსებით სახელს, ზმნას ან ზედსართავ სახელს. პანდემიად ჩვენ დავახასიათებთ მდგომარეობას რომელიც არის საფრთხისშემცველი ყველასთვის ერთბაშად, დამღლელი როგორც პროცესი ლოდინის და მშფოთვარე როგორც ფიქრი მომავალზე გაურკვეველზე. ახლა ამერიკულ პანდემიას ორივე განზომილება აქვს, ჯანმრთელობის და გრამატიკული. ორი კაცი, რომელთა კეთილსინდისიერებასა და უანგარობაში დარწმუნებული არავინაა, ებრძვის ერთმანეთს პრეზიდენტის სავარძლისთვის. ცოტა ხნის წინ გაიმართა პირველი დებატები მათ შორის.
ჩვენი ჯგუფისა და მსმენელის თხოვნით, ვაგრძელებთ ამერიკული პანდემიის გაშუქებას, ჩვენი სტუმარი გიორგი ლოლაშვილია, რომელიც ნიუ-იორკიდან გვერთვება.
სარჩევი
0:00 – 0:15 პირბადე და პარანოიული სტილი ამერიკულ პოლიტიკაში
0:15 – 0:23 საპრეზიდენტო დებატები
0:23 – 0:35 საყოველთაო დაღლილობა, აპათია
0:35 – 0:44 მთავარი ცვლადები საპრეზიდენტო არჩევნებში
0:44 – 1:00 პოლიტიკა პოლიტიკის გარეშე
1:00 – 1:16 პანდემიის გავლენა არჩევნებზე
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcasts Google Podcasts AnchorFM
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.