წითელი კედელი | არჩევნები – როგორ მოვედით აქამდე

პირველი შეკითხვა, რომლითაც ქართულ არჩევნებზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ აუცილებლად არის თუ როგორ მოვედით აქამდე. რა პროცესები იყო ამ ოცდაათი წლის განმსაზღვრელი, რომელიც ქართულ საზოგადოებას მარად ცუდსა და უარესს შორის არჩევანში ამყოფებდა და ამყოფებს ისევ. ასე თუ ისე, ამ არჩევნებს თან ახლავს რამდენიმე ფაქტორი, რის გამოცა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რის გამოც ვაპირებთ საარჩევნო პერიოდი აქტიურად გავაშუქოთ და ამ თემაზე რამდენიმე ეპიზოდი შემოგთავაზოთ. 

არჩევნების სერიის პირველი ეპიზოდის სტუმარი გიორგი ღვინჯილია იქნება. მასთან ერთად ვისაუბრებთ საქართველოს სახელმწიფოს დაფუძნებაზე, ბუნტის კულტურაზე, საერთო სახალხო ფრუსტრაციაზე პოლიტიკით და სუპერკაპიტალისტებზე, რომლებიც ყიდულობენ ყველას და ყველაფერს. ეპიზოდის ბოლოს ვცდილობთ მიმოვიხილოთ არჩევნებზე მონაწილე პარტიების მემარცხენე პლატფორმები და ვიმსჯელოთ სტრატეგიებზე თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ სხვადასხვა მემარცხენე ჯგუფებს ამ არჩევნების მიმართ.

სარჩევი:

0:00 – 0:20 როგორ მოვედით 2020 წლის არჩევნებამდე და არის მასში განსაკუთრებული

0:20 – 0:35 ვინ და როგორ აწარმოებს დღევანდელ ქართულ წინასაარჩევნო დღის წესრიგს

0:35 – 0:41 ქართული პოლიტიკა როგორც ბურჟუაზიულ ალიანსთა ფერხული

0:41 – 0:46 ბიძინა ივანიშვილი როგორც სუპერკაპიტალისტი

0:46 – 0:53 ჩიხი, ორგანიზება, ახალგაზრდობა

0:53 – 1:00 თაობათა გადინება და ფრუსტრაცია

1:00 – 1:20 პოლიტიკური პროცესების გამქრალი კლასობრივი სახე

1:20 – 1:47 წინასაარჩევნო პოლიტიკური კომპასი

მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcasts Google Podcasts AnchorFM

ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s