წითელი კედელი | ბელარუსი

ბელარუსი იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას. ლუკაშენკო აცხადებს რომ ისევ გაიმარჯვა არჩევნებში და მოიპოვა ქვეყნის მართვის უფლება, მას ათასობით ადამიანი არ ეთანხმება და არასამართლიან არჩევნებს ქუჩებში აპროტესტებს. პროტესტს უერთდებიან მშრომელები და ერთვებიან მასობრივ გაფიცვებში. თვითონ ლუკაშენკოს პერსონა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას მარცხენა ფლანგზე. მართალია ლუკაშენკომ არ დაუშვა ველური პრივატიზაცია, რისი მსხვერპლიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დიდი ნაწილი გახდა და შეინარჩუნა სოციალური სახელმწიფოს ნაწილი, თუმცა არის ეს საკმარისი მემარცხენე სიმპათიის დასამსახურებლად? ეტატისტი მემარცხენეები შიშობენ პოსტ-ლუკაშენკოს ბელარუსის სწრაფი ნეოლიბერალიზაციის და ანტი-მშრომელთა პოლიტიკების შესახებ, თუმცა განა მოსახლეობისთვის პოლიტიკური უფლებების კატეგორიულად ჩამორთმევა არ ეწინააღმდეგება მემარცხენე იდეას?

ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ამ ეპიზოდში ვცდილობთ, ასევე ვცდილობთ ვიმსჯელოთ თუ რა შეიძლება ისწავლონ ბელარუსებმა ქართული და უკრაინული გამოცდილებებიდან, რომ თავიდან აიცილონ ქვეყნის დიქტატორის ხელიდან, პირდაპირ ბიზნეს ელიტების ხელში ჩაგდება. ჩვენი სტუმარია დათო ლაღიძე.

სარჩევი 

0:00 – 0:08 შესავალი, ნავალნის მოწამვლა

0:08 – 0:17 მიმდინარე მოვლენები ბელარუსში

0:17 – 0:27 მემარცხენე განწყობები ლუკაშენკოს მიმართ

0:27 – 0:47 ბელარუსი და ახალი აღმოსავლეთის პოლიტიკა

0:47 – 1:03 როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ბელარუსში?

1:03 – 1:29 90-იანების დისიდენტები და ბრძოლა საბჭოთა მემკვიდრეობასთან

მოუსმინე ეპიზოდს: Google Podcasts Apple Podcasts RadioPublic AnchorFM   

ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s