სომხეთში დგას რთული და გარდამტეხი პერიოდი: ქვეყანა არის პოსტ–რევოლუციურ მოცემულობაში, ებრძვის ახალი კორონავირუსის რთულ ეპიდსიტუაციას და პარალელურად ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში მეზობელ აზერბაიჯანთან. მიუხედავადა იმისა, რომ როგორც ჩვენი სტუმარი ამბობს, ქვეყანაში ყოველთვის არსებობდა და არსებობს მემარცხენე სენტიმენტი, სომხეთს გამოკვეთლად მემარცხენე პარტია აქამდე არ ჰყოლია. ახლა კი, ფაშინიანის რევოლუციაში აქტიურად მონაწილე ახალგაზრდა მემარცხენეების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა პოლიტიკური გზა დამოუკიდებლად გაეგრძელებინა და არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა.
სომხეთის რევოლუციას ხშირად ვარდების რევოლუციას ადარებენ. “წითელი სამეზობლოს” ახალ ეპიზოდში, ჩვენ ვცდილობთ გამოვიკვლიოთ ამ შედარების საფუძვლები და სომხეთში მემარცხენე მოძრაობის პერსპექტივებზე ვისაუბროთ ჩვენს სტუმართან, ნორო გასპარიანთან, ერთად.
1:00 – 9:00 რატომ არ ვიცნობთ ჩვენ სამეზობლოს?
9:00 – 23:00 ვარდების რევოლუცია და ფაშინიანის რევოლუცია
23:00 – 30:00 პოპულარული მემარცხენე სენტიმენტები სომხეთში
30:00 – 37:00 პანდემია და პოსტ–რევოლუციური დღის წესრიგი სომხეთში
37:00 – 42:00 რეგიონული სოლიდარობა პანდემიის ვითარებაში
43:00 – 50:00 სასაზღვრო კრიზისი და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში
50:00 – 1:07:00 საქართველოს როლი კავკასიის გეოპოლიტიკაში
1:07:00 – რეგიონული მემარცხენე ურთიერთობები
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcast Google Podcasts AnchorFM
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.