ექიმებს ტაშს უკრავენ ქუჩებში, ფეისბუკზე, ტელევიზიებში. ექთნებს ვეძახით გმირებს და მადლობას ვუხდით პანდემიის პირობებში თავგანწირული მუშაობისთვის. თუმცა, გვავიწყდება, რომ სამედიცინო მუშაკების შრომის ასანაზრაურებლად მადლობა და ტაში არ კმარა. ისინი ისეთივე რთულ შრომით პირობებში არიან, როგორც ყველა მშრომელი საქართველოში. პანდემია, თავიდან ქმნიდა ილუზიას, რომ მოცემულობა გააძლიერებდა დისკუსიას და მოიტანდა ცვლილებებს, თუმცა რაც დრო გადის, ცვლილება არ ჩანს და საშიშად უცნობი მომავლის კონტურები იკვეთება.
ამ ეპიზოდში მიმდინარე პროცესებს მიმოვიხილავთ და ვსაუბრობთ მემარცხენეების გამოწვევებზე 2020 წლის შეფასების და მოქმედების კუთხით. ჩვენი სტუმარია ალექსანდრე ლორთქიფანიძე.
სარჩევი:
0:00 – 0:10 რეგიონული სოლიდარობა პანდემიის პირობებში
0:10 – 0:20 შრომა გაზრდილი რისკების ფონზე
0:20 – 0:35 რატომ არ გარდაიქმნა ეპიდემია პროდუქტიულ პოლიტიკურ თემად?
0:35 – 0:48 ქართული საზოგადოება გეოპოლიტიკური ჰეგემონის როლში
0:48 – 0:56 რატომ ვერ ვთანხმდებით ფუნდამენტურ ჰუმანისტურ საკითხებზე?
0:56 – 1:05 სიეტლის ავტონომიური ზონა
1:05 – 1:18 მიმდინარე პროცესების რადიკალური პოლიტიკური პოტენციალი
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcasts Google Podcasts AnchorFM Radio Public
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.