მინეაპოლისი იწვის. იწვის ამერიკა. ცეცხლის გამჩაღებელი ქვეყნის შავკანიანი მოქალაქეები და ისინი არიან, ვინც საუკუნეების განმავლობაში დაფუძნებულ და ფესვგამდგარ რასიზმს ვეღარ ეგუებიან. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ გააშიშვლა სისტემა, რომელიც პოლიციის სისასტიკეზე დგას და რომელიც ამ სისასტიკით სარგებლობს. ამერიკული პოლიცია დაფუძნდა მონებისა და ემიგრანტების ტერორისთვის, მათი მორჩილების ძალადობრივად შესანარჩუნებლად. რასობრივი ჩაგვრის კლასობრივი საფუძველი პლანტატორული მოცემულობიდან მოდის და თანამედროვე კაპიტალიზმის მოთხოვნებს ეხმიანება. ლენინი ამბობს: “არსებობს დეკადები, როდესაც არაფერი ხდება; მაგრამ არსებობს კვირები, რომლებიც მომხდარით დეკადებს დაიტევენ”. ჩვენ, ახლა, ასეთ კვირებში ვცხოვრობთ.
ამერიკული ამბოხის, მისი სოციალური და რასობრივი საფუძვლის, პოლიციის სისასტიკის და კაპილისტური ჩაგვრის ისტორიის შესახებ ამ ეპიზოდში ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი გიორგი ლოლაშვილია, ის ნიუ–იორკიდან გვერთვება.
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcast Google Podcasts AnchorFM
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.