იდენტობის პოლიტიკის ცენტრისტული ხაზი გამორკვევისა და გამოხატვის უფლებებისთვის ბრძოლას კლასობრივ კონტექსტს აშორებს და ქვიარ და მემარცხენე აქტივიზმს შორის გათიშულობას იწვევს. გათიშულობა კი მხოლოდ ხელოვნური და თავს მოხვეულია: ქვიარ აქტივიზმი თავისი არსით მემარცხენე აქტივიზმია, მემარცხენე აქტივიზმი კი – ქვიარ. საქართველოში საკითხი კიდევ უფრო რთულდება, ვინაიდან ბუნებრივი მოკავშირეობის ისტორია მემარცხენე და ქვიარ ჯგუფებს, დასავლეთისგან განსხვავებით, არ აქვთ. საბოლოო ჯამში, ვიღებთ გამთიშავ და ნეგატიურ განმარტებას, როცა მშრომელს და ღარიბს ავტომატურად ჰომოფობურად არეგისტრირებენ ქვიარ აქტივისტებიც, მემარცხენე ჯგუფებიც, ეთნო-ნაციონალისტებიც და ასეთი მოცემულობით მხოლოდ ხელს აძლევენ გაბატონებული კლასის დომინაციის გახანგრძილივებას.
ჩვენ გვჭირდება ხიდების აშენება და ბუნებრივ მოკავშირეებს შორის პროდუქტიული დიალოგების წარმოება. ქვიარ თემში იდენტობის პოლიტიკის მძლავრი მემარცხენე კრიტიკის ტრადიცია ათწლეულებია არსებობს. დღეს ჩვენი ეპიზოდი სწორედ ამ თემას ეძღვნება, ჩვენი სტუმარი ნათან გულიაშვილია.
სარჩევი
0:00 – 0:14 იდენტობის პოლიტიკის მემარცხენე კრიტიკის ხაზები
0:14 – 0:21 იდენტობის პოლიტიკა საქართველოში: უახლესი ისტორია
0:21 – 0:36 იდენტობის პოლიტიკა დასავლეთში: მოკლე ისტორია
0:36 – 0:55 ენა, იდენტობის პოლიტიკა და მემარცხენე ბრძოლის მეთოდები
0:55 – 1:10 როგორ მივემართოთ იდენტობის პოლიტიკის კრიტიკის პოპულისტურ ფორმებს?
1:10 – 1:25 იდენტობის პოლიტიკა და კლასობრივი ბრძოლა
1:25 – 1:33 როგორ გარდავქმნათ კონტრპროდუქტიული კატეგორიები პროდუქტიულ კრიტიკაში
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcasts AnchorFM Radio Public Google Podcasts
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.