საბჭოთა საკითხი არის სპილო ოთახში, როცა დისკუსია მემარცხენე პოლიტიკას და ქართულ მემარცხენეობას შეეხება. საბჭოთა საკითხი საზოგადოებრივი დისკუსიებისთვის გადაუჭრელ ბარიერად იქცა, რომელიც დომინანტურად ლიბერალური დისკურსისთვის მისაღები კრიტიკით დაფუძნდა. საბჭოთა საკითხი ქმნის საზოგადოებრივ განწყობას მემარცხენეობასთან მიმართებაში დღეს და აწარმოებს დისკურსს თუ კონტრ–დისკურსს, რომლის მზერის ქვეშაც მემარცხენეობას განვითარება ძალიან უჭირს.
ჩვენ საბჭოთა კავშირის მემარცხენე კრიტიკა გვჭირდება. გვჭირდება კრიტიკის ხაზი, რომელიც მარცხენა ფლანგს მტკიცე პოზიციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება და გაათავისუფლებს ლიბერალური მზერისგან, რომელიც წლებია კონტრ–პროდუქტიულ დისკუსიებში ამყოფებებს. ამ ეპიზოდის სტუმარი თორნიკე ჭუმბურიძეა, ჩვენ საბჭოთა საკითხზე ვსაუბრობთ.
სარჩევი
0:00 – 0:07 როგორ წაგვართვეს ფიზიკური და ციფრული საჯარო სივრცეები
0:07 – 0:12 რატომ არ უყვარდა კახა ბენდუქიძეს საბჭოთა კავშირი
0:12 – 0:24 მსხვერპლი საბჭოთა ისტორიოგრაფიაში
0:24 – 0:45 ტიმოთი სნაიდერი და საბჭოთა ისტორიის გადახედვის მცდელობები
0:45 – 0:57 კოლექტიური მეხსიერება და ლიბერალური დღის წესრიგი
0:57 – 1:09 საბჭოთა ნოსტალგია, ჰომო სოვიეტიკუსები, ჩარეცხილები
1:09 – 1:30 საბჭოთა კავშირის ნგრევა და “შესაძლებლობის” ცნება, პოსტ-საბჭოთა ელიტები
1:30 – 1:48 როგორ ვაწარმოოთ საბჭოთა კავშირის ალტერნატიული ისტორიოგრაფია?
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcast Radio Public AnchorFM
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.