წითელი სამეზობლო | თურქეთი

ცოტა ხნის წინ თურქეთში შიმშილობის 300 დღიან აქციას ორი ამხანაგი შეეწირა. ორივე გრუფ იორუმის წევრები იყვნენ, მემარცხენე მუსიკალური ჯგუფის, რომელსაც სამი წელია მოღვაწეობის უფლება აქვს შეზღუდული თურქეთში. გრუფ იორუმი ასოცირებულია რევოლუციურ ფრონტთან, არალეგალურ მარქსისტლენინისტურ პარტიასთან თურქეთში და 35 წლიანი ისტორიის განმავლობაში არაეთხელ გამხდარა რეჟიმისგან დევნის მსხვერპლი. თუმცა ჯგუფის წევრები, ისევე როგორც თურქეთის ზოგიერთი მემარცხენე ფრონტი უკომპრომისო ხალხია და მუდამ აგრძელებენ ბრძოლას, თუნდაც ეს უკომპრომისობა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.

ამ ეპიზოდით ახალ სერიას ვიწყებთ, გვსურს მოვამზადოთ ეპიზოდები ჩვენს სამეზობლოში არსებული მემარცხენე მოძრაობების, მემარცხენეობის ისტორიის და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ. სერიის პირველი ეპიზოდი თურქეთს ეძღვნება, ჩვენი სტუმარია სანდრო ბაკურაძე.

სარჩევი:

0:00 – 0:07 იორუმი და მემარცხენე მუსიკის თურქული ტრადიცია

0:07 – 0:12 იბრაჰიმ ქაიფაქქაიას ისტორია

0:12 – 0:22 თურქული მემარცხენეობის ოქროს ხანა

0:22 – 0:29 ქურთების საკითხი, როჟავა

0:29 – 0:39 იორუმის პროტესტი, რეპრესიული პოლიტიკა, ორმაგი სტანდარტები

0:39 – 0:47 დღევანდელი პოლიტიკური ლანდშაფტი თურქეთში

0:47 – 0:50 თურქეთი და სინოსაბჭოთა განხეთქილება

0:50 – 0:55 თურქი მემარცხენეები და საქართველო

0:55 – 0:58 თურქეთი ყურადღების მიღმა

0:58 – 1:07 რა უშლის ხელს ინტერნაციონალიზმს რეგიონში?

მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcast Radio Public AnchorFM

ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s