1886 წლის პირველ მაისს ამერიკელმა მშრომელებმა მასშტაბური გაფიცვა მოაწყვეს. გაფიცვას ნახევარ მილიონამდე ადამიანი შეურთდა ქვეყნის მასშტაბით. გაფიცვის ეპიცენტრი იყო ჩიკაგო, სადაც ორმოცი ათასამდე ადამიანი გაიფიცა და გაცილებით მეტი შეურთდა დემონსტრაციას რვა საათიანი სამუშაო დღის მხარდასაჭერად. გაფიცვა მშვიდობიანი იყო, თუმცა სამ მაისს შტრაიხბრეიკერებმა და პოლიციამ იარაღით დაშალა დემონსტრაცია. ოთხ მაისს აქცია ჰეიმარკეტის სკვერზე შეიკრიბა, სადაც ბომბის აფეთქებას ერთი პოლიციელი ემხვერპლა. აფეთქებისთანავე პოლიციამ ცეცხლი გახსნა და დემონსტრანტების სისხლიანი დარბევა დაიწყო. ათეულობით ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაიჭრა. მეორე დღეს პოლიციამ ტერორი დაიწყო, დახურა ან გაანადგურა მშრომელთა კლუბები და დემონსტრაციის მოთავეები შეიპყრო. სასამართლომ შვიდ შეპყრობილს სიკვდილით დასჯდა შეუფარდა: ერთმა თავი ციხეში მოიკლა, სამი კი 1887 წელს ჩამოახრჩვეს.
1886 წლის მოვლენებს დღემდე გარდამტეხი ადგილი უჭირავს მშრომელთა ორგანიზების ისტორიაში და მემარცხენე ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს. ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ ვინც კაპიტალიზმის დესპოტიზმს შეეწირა და ვზეიმობთ გამარჯვებას მშრომელთა ჩაგვრაზე. ამ დღეს ჩვენ ერთადროულად ვგლოვობთ მათ ვინც დავკარგეთ და ამავრდოულად იმედით ვავსებთ ერთმანეთს მომავალ ბრძოლებისთვის შესაგულიანებლად.
ეს ეპიზოდი პირველ მაისს ეძღვნება, ჩვენი სტუმარი სოფო ჯაფარიძეა.
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcast Google Podcasts AnchorFM
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.