კარანტინი საქართველოში ხდება ექსტრემალური, ცისფერი ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მოგვიწოდებენ, რომ დავრჩეთ სახლში რათა გადავირჩინოთ თავი და გადავარჩინოთ სხვებიც. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მსხვრევადია და ვერ გაუმკლავდება სერიოზულ გამოწვევას, ყველა მოწოდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაღვივების შესახებ ამ პასიურ ქვეტექსტს შეიცავს. ჩვენ გვჭირდება სისტემური მიდგომა და სახელმწიფო რომელსაც აქვს უნარი ეს მიდგომა განახორციელოს, რომელიც არ შეუშინდება არც ბიზნესს და არც ეკლესიას და იმოქმედებს სახალხო ინტერესებიდან გამომდინარე მხოლოდ. მწარე სიმართლე ისაა, რაც ყველამ უკვე დიდი ხანია ვიცით: საქართველო ასეთი სახელმწიფო არაა.
კარანტინზე, ეკლესიაზე და მის მემარცხენე კრიტიკაზე, რომელიც აუცილებელია დღის წესრიგში გამოჩნდეს ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარი ტატო ანთაძეა.
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcast Google Podcasts AnchorFM
სარჩევი
0:00 – 0:08 შესავალი, პანდემიური ვითარება მსოფლიოში
0:08 – 0:22 ინდივიდუალური და სახელმწიფო პასუხისმგებლობა
0:22 – 0:30 შეიძლება თუ არა კრიზისს ჰქონდეს კერძო გადაწყვეტა?
0:30 – 0:42 როგორ შეიძლება ეკლესიის პოზიციის გაგება ეპიდემიასთან დაკავშირებით?
0:42 – 0:58 ვინ, როგორ და რატომ აკრიტიკებს ეკლესიის პოზიციას?
0:58 – 1:04 როგორ მოიქცეოდნენ ეკლესია, სახელმწიფო და მრევლი კორონავირუსი რომ უფრო ლეტალური იყოს?
1:04 – 1:17 ეპიდემია და მშრომელთა კლასი
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.