გლობალური პანდემია ეხება ბევრს ცალკეულად და ეხება ყველას ერთად. ჩვენ თვალს ვადევნებთ თუ როგორ ცდის ვირუსი საზოგადოებების მდგრადობას, მათ ღირებულებებს, ჯანდაცვის სისტემებს და სააშკარაოზე ამოაქვს წლების განმავლობაში მიჩქმალული პრობლემები. სამყარო შეიცვლება – მაგრამ არავინ იცის როგორ.
ცვლილებებზე რომლებიც ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში და საქართველოში ეშ შოლემთან და დათო ლობჟანიძესთან ერთად ვისაუბრეთ. პოდკასტის ეს ეპიზოდი ახალი ფორმატით ჩავწერეთ, ეს პირველი შემთხვევაა როცა ყველა მონაწილე ერთ ოთახში არ ზის და მსჯელობა დისტანციურად მიმდინარეობს.
შენიშვნა: ტექნიკური პრობლემების გამო ეპიზოდის გამოქვეყნება ცოტათი დაგვაგვიანდა. ეპიზოდი 2 აპრილს არის ჩაწერილი.
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcast Google Podcasts AnchorFM
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.