ნიკა ქუცნიაშვილმა მაინკრაფტის მოდი შექმნა, სადაც თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური სპექტრის სიმულაცია ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას სამი პერსპექტივიდან გვაჩვენებს: ლევან ბერძენიშვილის ღვაწლი, გირჩის ლიბერტარიანული შეტევა და მამუკა ხაზარაძის მესიანიზმი. ტრილოგია გროტესკული გაზვიადებაა იმის, რასაც ყოველდღე ვისმენთ ტელევიზიებიდან, ინტერნეტიდან და კულტურის ინდუსტრიისგან: ყველას ერთნაირად სურს გადაგვარჩინოს, თუმცა ყველა ერთნაირად პათეტიკურია.
ჩვენც და ნიკასაც არცერთის ამ სამი გზიდან არ გვჯერა. ჩვენ ვიცით, რომ მომავალი მხოლოდ რადიკალური მემარცხენე პოლიტიკისაა. მაინკრაფტზე, საქართველოზე და რადიკალური მემარცხენე ბრძოლის გამოწვევებზე, ნიკასთან ერთად, პოდკასტის ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ.
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcast Radio Public AnchorFM
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.