ბერნი 2020 ჩვენი ყურადღების ცენტრში დასაწყიდიდანვე იყო. ბერნი სენდერსი თითქმის შეუსრულებელ მისიას ეჭირდება ამერიკაში, ის განცხადებული სოციალისტია, რომელიც ცდილობს ამერიკის პრეზიდენტი გახდეს. ეს მიზანი უკვე არც ისე უტოპიურად მოსჩანს, ბერნი იზიდავს მხარდამჭერებს მშრომელ კლასში, ახალგაზრდა ადამიანებში, ლათინო ამერიკელებში.
სუპერ სამშაბათის შემდეგ ბერნის ბრძოლა ძალიან კონკრეტული გახდა, მან ჯო ბაიდენი უნდა დაამარცხოს. ბაიდენი სუპერ სამშაბათს მედიის და ისთაბლიშმენთის დახმარებით ძლიერად გამოჩნდა, თუმცა ბერნიმ იცის რომ ბრძოლა სულ ახლა იწყება. სუპერ სამშაბათის შედეგებზე, ბერნის კამპანიაზე და სოციალიზმის მომავალზე ამერიკაში სასაუბროდ შოთა პაპავა მოვიწვიეთ.
სპეციალურ ეპიზოდში შოთა და გიორგი ცინცაძე მსჯელობენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ მემარცხენეები ამერიკაში: განაგრძონ დემოკრატიული პარტიის ხელში ჩაგდების მცდელობა თუ ჩამოყალიბდნენ ახალ, მესამე, პარტიად.
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcast Radio Public AnchorFM
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.