მას შემდეგ რაც საქართველომ სრული ინდუსტრიული კოლაფსი გადაიტანა, ფაბრიკა-ქარხნების ამუშავების პროგრამა ყველა მთავრობის პოლიტიკურ აჯენდაში იკავებს ადგილს. მიდგომა ყველა შემთხვევაში ერთია – საქართველო ცდილობს მოიზიდოს უცხოური ინვესტიცია და შექმნას კარგი საინვესტიციო გარემო. კარგი საინვესტიციო გარემო ინვესტორისთვის, ნიშნავს ცუდ სამუშაო პირობებს მშრომელებისთვის საქართველოში: განუსაზღვრელ მინიმალურ ხელფასს, განუსაზღვრელ ზეგანაკვეთურ შრომას და დაურეგულირებელ საგადასახადო და შრომით პოლიტიკებს.
დასავლელ ინვესტორებს მართლაც თვალები ენთებათ ქვეყნის გაგებაზე, რომელიც არც ისე შორსაა როგორც ჩინეთი და არც ისე ახლოს, რომ იქ შექმნილმა შრომითმა პირობებმა გლობალური მედია დააინტერესოს. ასე, საქართველოს სახელმწიფო ერთვება ყველაზე ამორალურში ვაჭრობათა შორის – ადამიანების შრომით ვაჭრობაში.
თამუნა ჩქარეულმა ფასდაუდებელი შრომა გასწია და სამ ნაწილად გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება საქართველოს ტექსტილის ინდუსტრიის შესახებ. მან თავად იმუშავა იმ ქალების გვერდით, რომლებიც კერავენ მონკლერის ხუთი ათას დოლარიან ქურთუკს, ხორვატიის ნაკრების მაისურს და სანაცვლოდ მიზერულ ხელფასსა და ყოველდღიურ დამცირებას იღებენ.
გამოძიების პროცესზე და სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობის გამოცდილებაზე სასაუბროდ თამუნა მოვიწვიეთ.
მოსმენის პარალელურად გირჩევთ წაიკითხოთ რეპორტაჟები: პირველი ნაწილი| მეორე ნაწილი | მესამე ნაწილი
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcast Radio Public AnchorFM
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.