ამერიკაში მიმდინარე დემოკრატების პრაიმერი წითელ სიგნალს უგზავნის მსოფლიოს – ბერნი სენდერსი დემოკრატიული პარტიის ფრონტრანერია. თუმცა, ფაქტია დემოკრატიული ისთაბლიშმენთი არ აპირებს მშვიდად უყუროს თუ როგორ იღებენ პარტიის მართვის სათავეებს მემარცხენეები და ცდილობენ ყველა ხერხით შეაჩერონ ბერნის ნომინაცია. ასე თუ ისე, დემოკრატიულმა სოციალისტებმა ამერიკაში მძლავრი განაცხადი გააკეთეს და უპრეცენდენტო სახალხო ორგანიზებით დაამტკიცეს – ხალხი ითხოვს ცვლილებებს.
პრაიმერიზე, ბერნიზე, პიტზე და ტრამპზე სასაუბროდ შოთა პაპავას ვეწვიეთ. შოთა თვითონ იყო დემოკრატიული პარტიის წევრი ამერიკაში, თუმცა პარტია 2016 წელს ჰილარი კლინტონის პრეზიდენტად ნომინირების შემდეგ დატოვა. შოთასთან ერთად ბერნის შანსებს ვაფასებთ, განვიხილავთ პიტის მოულოდნელ წარმატებას და იმას თუ ვინ გვირჩევნია იყოს ქვეყნის სათავეში – ნეოლიბერალი თუ კონსერვატორი.
მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcast Google Podcast AnchorFM
ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.