წითელი კედელი | მემარცხენეობა საქართველოში

გასული წლები, განსაკუთრებით კი გასული ათი წელი საქართველოს ისტორიაში იმითაც იყო გამორჩეული რომ საზოგადოებაში მემარცხენე თვითორგანიზებული ჯგუფების ჩამოყალიბება დაიწყო. ეს ჯგუფები ძირითადად ახალგაზრდა ადამიანების, სტუდენტების საპროტესტო მოძრაობები იყო, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ განათლების სისტემის პრობლემების შესახებ, მშრომელი ხალხის ჩაგვრის შესახებ, რომლებიც იყვნენ სოლიდარულები რკინიგზელების, მეშახტეების, მაღაროელების მიმართ.

ჯგუფები იქმნებოდა და იშლებოდა, ენერგიული მემარცხენე ახალგაზრდები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, თუმცა ერთი ფაქტია – ამ ახალგაზრდებმა და ჯგუფებმა შეძლეს და გააღვივეს მემარცხენე ნაპერწკალი საზოგადოებაში. დეკადის ბოლოს მოძრაობა ძალიან გაჩუმდა, ინერტული და პასიური გახდა. მემარცხენეობას ბოლო ათ წელში საინტერესო ისტორია ჰქონდა, ამ ისტორიაზე სასაუბროდ გიორგი ღვინჯილია მოვიწვიეთ. გიორგი იხსენებს და ჩვენთან ერთად აფასებს ამბებს თარგმნეს პროტესტიდან ჭიათურამდე და აუდიტორია 115-დან “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციებამდე.

მოუსმინე ეპიზოდს: Apple Podcast Radio Public AnchorFM

ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომუნა ვართ, თუმცა ყოველდღე ვიზრდებით. თუ გსურს, შეგიძლია შემოგვიერთდე ფეისბუკ ჯგუფში და ვისაუბროთ მემარცხენე პოლიტიკაზე.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s