წითელი კედელის პირველი ეპიზოდის მთავარი თემა ბრიტანეთში გამართული არჩევნები იქნება, რომელშიც ლეიბორისტული პარტია დიდი უპირატესობით დამარცხდა. ამ თემაზე სასაუბროდ ეშ შოლემი მოვიწვიეთ, რომელიც ლეიბორს, ბრიტანეთის პოლიტიკას და განსაკუთრებით, ჯერემი კორბინს დიდი ხანია თვალს ადევნებს.
თუმცა, მთავარი თემის განხილვამდე ვისაუბრეთ იმაზე თუ რატომ გადაწყვიტა ეფლმა ეღიარებინა ყირიმი, როგორც რუსეთის ნაწილი. ასევე შევეხეთ მწვანე სკოლას, რომლის მოსწავლე, ლუკა სირაძე, სკოლის კედელზე დატოვებული გრაფიტის გამო პოლიციამ დაკითხა. დაკითხვის შემდეგ ლუკა მეცხრე სართულიდან გადმოხტა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ვფიქრობთ ლუკას სიკვდილი სამუდამოდ დარჩება შრამად ქართულ საზოგადოებას. გამოვთქვამთ უდიდეს მწუხარებას ლუკას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ დანაკლისს.
შენიშვნა: ეპიზოდი ჩაწერია მანამ, სანამ ლუკას გარდაცვალების შესახებ გახდებოდა ცნობილი.